გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ არ შედგება ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური სუბიექტი 2024 წლისთვის – მათი დაშლა სახეზეა, იქნება რამდენიმე ფრთა და ესენი ერთმანეთთან ვეღარ ითანამშრომლებენ

პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ არ შედგება ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური სუბიექტი 2024 წლისთვის. მათი დაშლა სახეზეა, იქნება რამდენიმე ფრთა და ესენი ერთმანეთთან ვეღარ ითანამშრომლებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მთავარი თემა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, არის ის, რომ პოლიტიკური სუბიექტის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის პროგრამა და არ შეიძლება, რომ პროგრამა, უახლოესი, გრძელვადიანი თუ საშუალო პერიოდის, კონცენტრირებული იყოს იმაზე, რამდენად ხელგეწიფება დესტაბილიზაცია მოახდინო საკუთარ ქვეყანაში. ფაქტია, რომ ამ მოცემულობითა და მაჩვენებლით მიმდინარეობს შეჯიბრი – ვის აქვს მეტი რესურსი დაანგრიოს, დესტაბილიზაცია მოახდინოს და ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ნეგატივზეა აგებული თითოეული მათგანის პროექტი და ამაზე ეჯიბრებიან ერთმანეთს. მე მათში „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის სურვილს ვერ ვხედავ, აქ არის გააფთრებული ბრძოლა ერთმანეთთან, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს თავის მხარეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები