აშშ-ში ტორნადო მძვინვარებს – არიან დაღუპულები

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადო მძვინვარებს, რომელსაც სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი, ელექტროენერგიის გარეშე კი ათობით ათასი ადამიანი რჩება.

მეტეოროლოგების თქმით, ცენტრალურ ალაბამაში სულ მცირე 5 ტორნადო დაფიქსირდა. სპეციალური სამაშველო ჯგუფები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ ოტაუგში, სადაც უკვე 7 ადამიანი დაიღუპა.

შტატ ჯორჯიას გუბერნატორი ბრაინ კემპი ადასტურებს, რომ ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. რაიონის კორონერის, ბათ ლეის პრიუს თქმით, 5 წლის ბიჭი მანქანაზე ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო უფროსი მგზავრები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები