უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედროები უარყოფენ რუსების განცხადებებს უკრაინის ქალაქის სავარაუდო აღების შესახებ.
„ბახმუტის მიმართულებით მტერმა ცეცხლი ბელოგოროვკას, რაზდოლოვკას, იაკოვლევკას, კლეშეევკას, კურდიუმოვკას და ჩრდილოეთ დონეცკის ოლქისკენ გახსნა“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.