ირაკლი ზარქუა – რიკარდ იოზვიაკის განცხადებაზე: ჩვენ რამდენჯერმე შევეჩეხეთ არაადეკვატურ დამოკიდებულებას ოფიციალური კიევის მხრიდან
არა მგონია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი უკრაინას რაიმე უპირატესობას მისცემს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რამდენჯერმე შეეჩეხა არაადეკვატურ დამოკიდებულებას ოფიციალური კიევის მხრიდან.
„ბელარუსიდან, რომელიც ჩვენი საერთო მტრის მოკავშირეა, უკრაინას ელჩი არ ჰყავს გაწვეული და მათთან გრძელდება თანამშრომლობა და ვაჭრობა. მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრია და ოფიციალურ კიევს არ აქვს პრეტენზია, რომ იქიდან ელჩი გაიწვიოს, მაგრამ საქართველოდან ელჩი გაწვეული ჰყავს. არა მგონია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი უკრაინას რაიმე უპირატესობას მისცემს. ეს უბრალოდ არასწორია – არ იმსახურებს ამას“, – აცხადებს ზარქუა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია უკრიანის დიპლომატიურმა უწყებამ უარყო.