თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12-13 იანვარს რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტებთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას AHaber-ი თურქეთის ომბუდსმენ შერეფ მალკოჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ გვინდა ძალისხმევა ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად“, მე შევთავაზე ეს საკითხი ერდოღანს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკიც მიესალმა“, – განაცხადა მალკოჩმა.
თურქეთის ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული ინიციატივის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლაა.