თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ქალაქ ველმინგტონში მდებარე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს.
მათივე თქმით, დოკუმენტები ორ ლოკაციაზე – ავტოფარეხის სათავსოსა და მიმდებარე ოთახში იპოვეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, რიჩარდ სობერის თქმით, ადვოკატებმა საბუთებში ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომელიც ჯერ კიდევ 2009-2017 წლების პერიოდს მოიცავს, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.