“გომელაურის არ იყოს, სანაცეთში ყველაფერი მოსულა, ამ პროცესში მსჯავრდებულმა მიშამ ადვოკატი შალვა დააორსულა” – გოგა ხაინდრავა ხაჭაპურიძეზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჰააგაში მიშას სისხლიან რეჟიმზე სარჩელის აღმძვრელი ხაჭაპურიძე: სააკაშვილის ანუ მაგნიცკის სია მე უნდა შევადგინო და არა პოლიტიკოსებმაო! ცხონებული ნიკო გომელაურის არ იყოს: სანაცეთში ყველაფერი მოსულა ამ პროცესში მსჯავრდებულმა მიშამ ადვოკატი შალვა დააორსულა”, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ადვოკატის თქმით, სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევებში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები