რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის ლობისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა
,,იმ ლობისტებმა, ვინც სააკაშვილს ჰყავს, უნდა გააცნობიერონ, რომ დღეს საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და სამართლიანობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის პირობებში ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.
“სააკაშვილის ლობისტებს მისი გამოყენება უნდათ ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს წინააღმდეგ იქნებოდა წარმართული.
რაც შეეხება სააკაშვილის მხარდაჭერას საერთაშორისო, ცალკეული აქტორების მხრიდან, მანამდეც კარგად ვიცოდით, რომ რეალურად მათ სააკაშვილი არ აინტერესებთ, მათ საქართველოში სხვა მიზნები და ამოცანები აქვთ, უბრალოდ ჰგონიათ, რომ ამ მიზნებსა და ამოცანებს, სააკაშვილის ნაირი ადამიანი საქართველოში თუ იქნება ლიდერი, უფრო მარტივად განახორციელებენ. იმიტომ რომ, ჩვენს შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ადგილი არასდროს ექნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.