“საქართველო კვლავ არის მზად ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლობისთვის” – ღარიბაშვილი ფაშინიანის ვიზიტს ადგილობრივი მედია ეხმაურება
სომხური მედია რესპუბლიკაში საქართველოს პრემეირმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს აქტიურად აშუქებს.
მედიის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თბილისი კვლავ არის მზად შუამავლის როლი შეასრულოს ბაქოსა და ერევანს შორის “რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.
აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.