სააკაშვილის ადვოკატი ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობაში” შეხვედრას მართავს

მსჯავრდებული ექსპპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვედრას მართავს.

უფლებადამცველის თქმით, სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევებში მონაწილეობენ.

მისივე განმარტებით, შეხვედრას სააკაშვილის თხოვნით მართავს.

„მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, მასალებს გავცნობოდი რა და რომელ პირებზე მზადდება. ჩემი მხრიდან თუ რამე მტკიცებულება იქნება საჭირო იმ საქმეს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ამ მტკიცებულებებს იურისტთა ჯგუფს გადავცემ და აქტიურად ჩავერთვები ამ ჯგუფის მუშაობაში. ეს იყო მისი პოზიცია. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიაზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე და ექოსკოპიის დასკვნებზე, როგორც ქართველ, ისე ამერიკელ, ინგლისელ და გერმანელ ექსპერტებზე. ბევრი ექსპერტი გვყავს დასაკითხი, მათ შორის უკრაინელი ექსპერტი.

სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევებში მონაწილეობენ, რაც არაერთხელ გვინახავს. თავად საჯაროდ გაგვაცნო პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა. ამ იურისტთა ჯგუფში ის ადვოკატები არიან, ვინც სააკაშვილის საქმეში მონაწილეობენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები