გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში
“სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი აქტის შედგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე რეჟიმთან ბრძოლაში დაკარგა.
“სააკაშვილი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში და მათ შორის მოკვდინებაში. ანუ სააკაშვილი, სადისტური მმართველობის ავტორი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში”,- აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, „მაგნიტსკის სიის“ ავტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე. “მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა “მაგნიტსკის სანქციებისთვის” ამას ყურადღება მიაქციონ”, – წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.