“უფიქსირდება მკერდის ძვლის მოტეხილობა” – ექიმი ლიფტის ჩავარდნისას დაშავებულზე

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული სამივე ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათგან ერთი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, ორი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

რეანიმატოლოგ ლევან ბესელიას თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს მკერდის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

“ორი პაციენტიდან ერთ-ერთი პაციენტის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით გადაყვანილია სხვა კლინიკაში. მეორე მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში. უფიქსირდება მკერდის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი. შემოიყვანეს ორივე სიმაღლიდან ვარდნით, მკერდის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა ერთს”,- ამბობს ექიმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები