მგზავრი, რომელიც ქუთაისი-პარიზის რეისზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც ქუთაისი-პარიზის რეისზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

როგორც აღნიშნეს, Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც იძულებული გახდა, უკან, აეროპორტში დაბრუნებულიყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაახვედრეს, თუმცა 60 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა, უკან დაბრუნება კი თითქმის, საათ-ნახევრის შემდეგ გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები