სტამბოლში ახალი წლის ღამეს ტერაქტი იგეგმებოდა – დაკავებულია “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი

თურქეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი დააკავა, რომლებიც ახალი წლის ღამეს, სტამბოლში ტერაქტს გეგმავდნენ.

ამის შესახებ გაზეთი Sabah-ი წერს.

ეჭვმიტანილები უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

“31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, სტამბოლში, ბაშაქშეჰირის რაიონში მამაკაცები პოლიციისგან მიმალვა სცადეს, თუმცა ძალოვანებმა მანქანის ბორბლების ჩაცხრილვა მოახერხეს”,- წერს გამოცემა.

მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქე დაკავებულია, უზბეკეთის მოქალაქის მიმართ კი დეპორტაციის პროცედურა დაიწყო.

აღნიშნულია, რომ მამაკაცებმა ინსტრუქციებს ავღანეთიდან, “დაეშისგან” იღებდნენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით “სისხლიან” ტერაქტს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები