აშშ უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც გუშინ პრეზიდენტმა თქვა, ომი კრიტიკულ მომენტშია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას“, – აღნიშნა ჟან პიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები