ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კურატორი აცხადებს, რომ ბარამაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის მხარეა

ბარამაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის გახლავთ მხარე, ის იცავს კულტურის სისტემიდან გათავისუფლებულ ადამიანებს, – ამის შესახებ ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კურატორმა, ნინო ჭიპაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ავტორს სოციალურ ქსელში მასალების განთავსებისას მხოლოდ ერთი მიზანი – საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ამოძრავებდა.

„წლების წინ, ბევრჯერ მომიწია ლევილის მამულში სტუმრობამ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის ის ნივთები, რომლებიც წლების განმავლობაში შატოს მაცხოვრებლები გადასაყრელად იმეტებდნენ.

ბარამაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის გახლავთ მხარე, ის იცავს კულტურის სისტემიდან გათავისუფლებულ ადამიანებს და დაპირისპირებული კულტურის სამინისტროსთან. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა, გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა“, – განაცხადა ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კურატორმა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ და თამარ ბარამაშვილებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ლევილში ძველი არქივები ნადგურდებოდა.

თავის მხრივ, ბარამაშვილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი გამოეხმაურა და მათ ღია წერილით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები