გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის რეალობა
“სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს რეალობა კარგად ესმის.
“ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.