იაგო ხვიჩია: თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამეს აპირებდა, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო.

„თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მგონია, რომ რასაც არ უნდა ვურჩევდეთ, ეს უნდა იყოს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ. თუ ამ პოზიციაზე დგახარ, რომ პრეზიდენტებს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ შენც იყავი პრეზიდენტი“, – აცხადებს ხვიჩია.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები