გიორგი ვოლსკი: უამრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა „ნაცების“ სადისტური მმართველობა, არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მომწყობი გაერთიანება, როგორმე წარმატებული იყოს
“უამრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა „ნაცების“ სადისტური მმართველობა, არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მომწყობი გაერთიანება, როგორმე წარმატებული იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„თქვენ კარგად იცით, რომ აქციები გაიმართა, მაგრამ არანაირი მასობრიობა ამას არ ჰქონია. ეს არ არის იმით გამოწვეული, რომ ხალხს ინფორმაცია არ აქვს, პირიქით, ხალხს ინფორმაცია აქვს და ზუსტად იციან სააკაშვილის „დამსახურებები“ ქართველი ერის წინაშე. უამრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა ეს სადისტური მმართველობა, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს იმას, რომ ამ თემის ირგვლივ ეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მომწყობი გაერთიანება როგორმე წარმატებული იყოს. ეს არ მოხდება“,- აღნიშნა ვოლსკიმ.