ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე და დიმიტრი ერმაკოვის ფოტო
5 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეს, ეროვნული არქივი სვანეთში 1910 წელს გადაღებულ
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო აქვეყნებს.
ფოტოზე: პირველ რიგში სვანურ საკარცხულზე ზის ექვთიმე თაყაიშვილი. მეორე რიგში: მარცხნიდან მესამე – არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, მეოთხე – ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი, მესამე რიგში: მარჯვნიდან პირველი – ივანე ნიჟარაძე.
„ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის შესახებ ეროვნული არქივის მიერ შექმნილი მულტიმედიური გვერდი იხილეთ ბმულზე:
https://archive.gov.ge/ge/ekvtime-taqaishvili-1
ონლაინგამოფენაზე გაეცნობით ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობას საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქ იხილავთ კინომასალას, ფოტოებს, ავტოგრაფებსა და საგაზეთო სტატიებს“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.