სტამბოლის ქართული კულტურის დღეებში კახეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას
7, 8, 9 იანვარს, სტამბოლში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. ინფორმაციას პოეტი, კომპოზიტორი და ავტორ – შემსრულებელი ლეილა ლეგაშვილი ავრცელებს.
„7, 8, 9 იანვარს, სტამბოლში გაიმართება ქართული კულტურის დღეები, რომლის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია „საქართველოს ქალბატონები” (ხელმძღვანელი ნინა ჩიხლაძე), აკადემია „გვირილა” (ხელმძღვანელი ერნა წიფურია), სტამბოლში მოქმედი „ქართული ენის ცენტრი” (წარმომადგენელი ეკა ნადირაშვილი), თურქეთის საკონსულო და სხვა ოფიციალური პირები…
დელეგაციაში, რომელიც ესოდენ დიდი მისიითა და საინტერესო პროგრამით მიემგზავრება თურქეთში, თბილისისა და სხვა რეგიონის ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები: ყვარლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასიონი” (ხელმძღვანელი ფერლანდი მზექალაშვილი); თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი (ხელმძღვანელი მაია შალიკაშვილი); მომღერლები: ლეილა ლეგაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, იოანე ქართველი…
კულტურის დღეებზე საგამოფენო სივრცეში საკუთარი ნამუშევრებით მონაწილეობას მიიღებენ – ნინო მრელაშვილი, ნონა გოგატიშვილი, ირა ხეცოიძე, ნუცა წიკლაური, ბელა ლობჟანიძე… კახეთი თავისი მონაწილეობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ემიგრაციაში მყოფი ქალბატონების „საქართველოს ქალბატონის” წოდებებით დაჯილდოების ცერემონიაზე და საზეიმო გალაკონცერტზე…
კახეთის დელეგაცია 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სტამბოლში მართლმადიდებელ ეკლესიაში მიაბრძანებს წმინდა გიორგის მოოქროვილ ხატს“, – წერს ლეილა ლეგაშვილი.