ლევან თუთბერიძის ფილმი – „სამურაი დასვენების ჟამს” მექსიკაში დაჯილდოვდა

მექსიკაში, ვერაკრუსის მსოფლიო ფილმების ფესტივალზე, ლევან თუთბერიძის ფილმი – „სამურაი დასვენების ჟამს” – დაჯილდოვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მაღალმხატვრული ღირებულება აღინიშნა ჟიურის მიერ და ასევე, ფილმს გადაეცა ჯილდო საუკეთესო მხატვრობისთვის (თემურ ხმალაძე, ანა კალატოზიშვილი).
„სამურაი დასვენების ჟამს” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები