პატრიარქის დაბადების დღე და ისტორიული ფოტოსურათი
ეროვნული არქივი ისტორიულ ფოტოსურათს აქვეყნებს, რომელზედაც აღბეჭდილნი არიან: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი – დიმიტრიოს I სიგელით – საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ.
,,ამასთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო მეორე სიგელი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკლესია პატივდებულ იქნა საპატრიარქო „ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში“.
კონსტანტინოპოლი, 1990 წლის 4 მარტი”, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.