5-22 იანვარს თუმანიშვილის თეატრში მედეა კეიდიას პერსონალური საშობაო გამოფენა მოეწყობა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი 5 იანვარს, 15:00 საათზე მედეა კეიდიას პერსონალურ საშობაო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 22 იანვრამდე გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა მხატვრის ძველი და ახალი ანგელოზები იხილონ და იმ კოსმიურ ენერგეტიკას ეზიარონ, რასაც მხატვრის ნახატები ატარებენ.
“მადლიერების გამოფენა” დავარქვი, რათა ჩემი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ გამოვხატო, ვისაც სხვადასხვანაირი ამაგი აქვთ ჩემს ანგელოზებზე. ამ გამოფენის მოწყობის უმთავრესი მოტივაცია ეს არის. მყავს ანგელოზმოყვარეების არმია და მყავს ასევე ანგელოზთქომაგები. ყველას ვისაც ანგელოზებით გახარება და მათი დაბედება მოგინდეთ მთელი წლის განმავლობაში – გელოდებიან როგორც ახალმოფრენილი ისე კარგად ნაცნობი ანგელოზები,“ – აღნიშნავს მედეა კეიდია.
თუმანიშვილის თეატრმა მხატვრის გამოფენას, პირველად 2014 წელს უმასპინძლა. მას შემდეგ, ისევე როგორც მანამდე, მხატვარმა არაერთ ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.