ლარი გამყარდა – 31 დეკემბრის ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7103 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8844 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8832 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 31 დეკემბერს შევა.