პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფეხბურთო ლეგენდის, პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ სოციალურ ქსელში დაწერა, “მან ფეხბურთი ხელოვნებად და სიხარულად აქცია“.

პელე 82 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ლეგენდარული ფეხბურთელი წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს  ებრძოდა. ასევე, მას ჰქონდა თირკმელებისა და გულის პრობლემები.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო – პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970 წლებში). მან სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები