გია ვოლსკი: ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს

„გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან გარდაცვლილი ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ გამართულ აქციას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პასუხი ორაზროვანი იყო.

“ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, რომლის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რაც უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერესებს, ემოციას, ასევე, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მისი პასუხი აბსოლუტურად ორაზროვანი იყო. არ ველოდები და ვერც წარმომიდგენია, რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა იქნება რეალიზებული გარკვეული თაღლითური პიარკამპანიის თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს პატიმარი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა, მოგვიანებით კი ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები