უკრაინის, თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
კერძოდ, განგაშია დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის, პოლტავას, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში, ასევე უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.
მოგვიანებით მათ დაემატა – ვინიცას, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაერში რუსული სტრატეგიული თვითმფრინავებია შემჩნეული.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება, რომ შავ ზღვაში ორი ზედაპირული რაკეტამზიდი შევიდა, რომლებიც მზად არიან 20-მდე “კალიბრის” რაკეტის გასაშვებად.