ირანში, საპროტესტო აქციის, სულ მცირე 100 მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციის Iran Human Rights-ის (IHR) თანახმად,  ირანში ანტისამთავრობო აქციების, სულ მცირე 100 მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მათ შორის 5 ქალია.

ამასთან, უფლებადამცველები ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა ბევრად მეტ ადამიანს ემუქრება.

ამ დროისთვის სიკვდილით ორი ირანელია დასჯილი.

IHR-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების შედეგად, სულ მცირე 476 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 64 ბავშვი და 34 ქალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები