დანილოვი: დროა, კრემლის სპიკერები საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ – ვერანაირი „სამშვიდობო გეგმა“ ვერ განხორციელდება
რუსეთის ფედერაციის რეალობა – ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დროა, კრემლის სპიკერები საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ.
„არანაირი რეალობა არ არის, სადაც „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიები“ არსებობენ. კრემლის სპიკერები დროა საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ. რუსეთის ფედერაციის რეალობა – ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა.
ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე ვერანაირი „სამშვიდობო გეგმა“ ვერ განხორციელდება“, – წერს დანილოვი Twitter-ზე.
There are no realities in which “new territories within the russian federation” exist. It’s time for the kremlin talking heads to get out of the state of information delirium.
— Oleksiy Danilov (@OleksiyDanilov) December 28, 2022