დიდი მოლოდინია იმისა, 2023 წლის შემოდგომაზე საქართველომ დადებით პასუხი მიიღოს, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანის შეკითხვას – შესაძლოა, თუ არა, რომ საქართველომ 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული, უკვე შესრულებულია.
„ჩვენ რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე იყო დამოკიდებული, უკვე შესრულებული გვაქვს. ველოდებით რამდენიმე საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ მივუბრუნდებით. ეს არის ორი კანონი – დეოლიგარქიზაცია და სასამართლოების კანონი, ასევე სახალხო დამცველი, რომელიც ჩავარდა, თუმცა დაიწყება ხელახლა ეს პროცესი. მე მაინც მგონია, რომ როდესაც ეს მოახლოვდება ე.წ. დედლაინი, როდესაც ჩვენ უნდა დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება, 2023 წლის გაზაფხულისთვის და 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყება შეფასება, რომელიც გასტანს დაახლოებით 4-5 თვე და 2023 წლის შემოდგომაზე ჩვენ უკვე ველოდებით პასუხს. მეც, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში პასუხი იქნება დადებითი, იმიტომ რომ არანაირი ხელის შემშლელი პირობა, იმისათვის, რომ ჩვენ სტატუსი არ მივიღოთ, უკვე აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.