რუსებმა ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, რუსებმა დაბომბეს ადგილი, სადაც 2 ბავშვი დაიბადა.

გარდა ამისა, სარაკეტო იერიშამდე ექიმებს საკეისრო კვეთის გაკეთების დრო ჰქონდათ. დაწესებულებაში ამჟამად 5 ქალია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმებმა და ბავშვებმა თავშესაფარში ჩასვლა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები