უკრაინაში კიდევ 42 სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში დღეს კიდევ 42 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს “ტელეგრამით” გავრცელდა.

“უკრაინისთვის დაღუპული გმირების სახლში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს ცხედრების მორიგი გადმოსვენება მოხდა – 42 დაღუპულია გადმოტანილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რა პირობებში მოხდა ცხედრების გადმოსვენება, დაზუსტებული არ არის.

ჯამში სულ 869 დაღუპული უკრაინელი სამხედროს ცხედარი იქნა დაბრუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები