ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება
რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები. „რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, 200-ზე მეტ მდებარეობაში, წელს მიმდინარეობდა ეს პროექტები.
წელს მაგალითად დასრულდა 38 ადგილას წყალმომარაგების პროექტები, შედეგად 140 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2025 წელს დავასრულებთ ყველა ქალაქის წყალმომარაგების პროექტს და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა პრემიერმა.