ანა წითლიძე შიმშილობას წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გითხრათ ექიმებს. რომ არა ისინი, აქ ჯდომას და საუბარს ვერ შევძლებდი. მადლობა პარლამენტის აპარატს, ასევე, ჩემს მეგობრებს“,- აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს. წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა – დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები