აშშ-ში ძლიერი ყინვისა და ქარბუქის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ NBC News იტყობინება.
გარდაცვალება ქვეყნის 12 შტატშია დაფიქსირებული: კოლორადოში, ილინოისში, კანზასში, კენტუკიში, მიჩიგანში, მისურიში, ნებრასკაში, ნიუ-იორკში, ოჰაიოში, ოკლაჰომაში, ტენესიში და ვისკონსინში.
სტიქიური უბედურებისგან ყველაზე მეტად დაზარალდა ბუფალო, სადაც ყველაზე მეტი დაღუპულია – 16 ადამიანი.
ბუფალოს პოლიციაში განაცხადეს, რომ დაღუპულებს „ქუჩებში და მანქანებში“ გაყინულებს პოულობენ. ქალაქში 15,000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.