ირაკლი ზარქუა: ჩემთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის – მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ გამომეტყველებით, საუბრის მანერით და ქცევით

“ვენდობი, სასამართლო სისტემას, ექიმებს, მათ მოვუსმენთ და არა პოლიტიზებულ ექიმებს. მაგალითად, ჩემთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის, ის არის ჩვეულებრივ მიკერძოებული ადამიანი. მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ მისი გამომეტყველებით, საუბრის მანერით, ქცევით და სიტყვებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას ისეთი პენიტენციური სისტემა აქვს, სადაც სამედიცინო სერვისებს ნებისმიერ პატიმარს მიაწვდიან.

„ლაბორატორიული მასალა, რომელზე დასკვნაც ამერიკიდან ჩამოვიდა, მანიპულაციის კარგად დაგეგმილი სპექტაკლი იყო, სადაც მითითებული იყო დოზები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დასაშვებ ზღვარში იყო. სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება იყო, რომ ანალიზს აუღებდნენ, რაზეც უარი თქვა. შემდეგ, თითქოს, შეთანხმება იყო ფრჩხილისა და თმის ანალიზის ჩატარება, რაც ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ისეთი პენიტენციური სისტემა გვაქვს, სადაც ნებისმიერ პატიმარს მოუვლიან და სამედიცინო სერვისებს მიაწვდიან. თუ ამას ვერ გააკეთებენ, გვაქვს შესაძლებლობა კერძო კლინიკაში გადავიყვანოთ. თუ აღმოჩნდება, რომ დაავადებას იქაც ვერ მკურნალობენ, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ოჯახი საუბრობს. მაგრამ ახლა ამის საფუძველი არ არსებობს. ვენდობი, სასამართლო სისტემას, ექიმებს, მათ მოვუსმენთ და არა პოლიტიზებულ ექიმებს. მაგალითად, ჩემთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის, ის არის ჩვეულებრივ მიკერძოებული ადამიანი. მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ მისი გამომეტყველებით, საუბრის მანერით, ქცევით და სიტყვებით. ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტია“. მაპატიეთ, მაგრამ მომეცით უფლება, რომ ამ ქალბატონის არ დავიჯერო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები