ირაკლი ზარქუა: რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას, ჩემთვის გაუგებარია

“რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას ჩემთვის გაუგებარია”,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კითხვას – რატომ ვერ მიიღო პატრიარქმა ოპოზიციისგან მილოცვა.

ზარქუას თქმით, მსგავსი დამოკიდებულება სამწუხაროა.

“მართლმადიდებლობა და დემოკრატიული განვითარება თავსებადია და ამის არაერთი მაგალითია ჩვენს რელიგიაში. ვწუხვარ, რომ ასეთი დამოკიდებულება არის გარკვეული ვიწრო ჯგუფების მხრიდან პატრიარქის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები