ქართულ-უკრაინული საღამო (პოეზია და მუსიკა) გაიმართება

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერლების ბარი ქართულ-უკრაინული პოეზიისა და მუსიკის გადაკვეთის ადგილი იქნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორ-შემსრულებელმა ლარისა ნოვოსელცევამ დიდი ქართველი და უკრაინელი პოეტების ლექსებზე შექმნა მუსიკა, რომელიც მწერლების ბარში გაჟღერდება.
ლექსები: სიმონ ჩიქოვანის, ანა კალანდაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ვასილი სტუსის, ტარას შევჩენკოს, ივან ფრანკოს, ლესია უკრაინკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები