„ღარიბი თეატრისკენ” – ეჟი გროტოვსკის წიგნის წარდგენა გაიმართება
26 დეკემბერს,17:00 საათზე, მწერალთა სახლში ეჟი გროტოვსკის წიგნის – „ღარიბი თეატრისკენ“ წარდგენა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პირველი გამოცემის რედაქტორია ეუჯენიო ბარბა, პიტერ ბრუკის წინასიტყვაობით.
„თქვენ წინაშეა მე-20 საუკუნის თეატრის ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორის, ეჟი გროტოვსკის „ღარიბი თეატრისკენ“ პირველი ქართული გამოცემა.
მასში გაერთიანებულია გროტოვსკის ინტერვიუები, სხვადასხვა ტექსტი და დამატებითი მასალა, რომლებიც მისეულ მეთოდსა და ტექნიკას აღწერს. წიგნი პირველად 1968 წელს გამოიცა და, იმ დროიდან მოყოლებული, თეატრის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომად ითვლება.
მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე; რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ანა კვინიკაძე.
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
მისამართი: ივანე მაჩაბლის №13.