ქალაქ ენგელსის აეროდრომზე, სადაც სტრატეგიული ავიაცია ბაზირებს, რომელიც უკრაინას შორი მანძილიდან ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს, აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ენგელსის აეროდრომი, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებადი უახლოესი ტერიტორიიდან, დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს, პირველად 5 დეკემბერს დაიბომბა. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დარტყმა დრონებით მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ენგელსის აეროდრომთან დრონია ჩამოგდებული.
მათივე ინფორმაციით, აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნისას თვითმფრინავები არ დაზიანებულა, თუმცა „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“.