მიხეილ ყაველაშვილი: ადამიანურად ნამდვილად თანავუგრძნობ, მაგრამ სააკაშვილი არის ანტიპოდი როგორც ხელისუფლის, პრეზიდენტობის, ოპოზიციონერობის, კაცობის, მთავარსარდლობის და ყველაფრის ანტიპოდია

ადამიანურად ნამდვილად თანავუგრძნობ, მაგრამ სააკაშვილი არის ანტიპოდი როგორც ხელისუფლის, პრეზიდენტობის, ოპოზიციონერობის, კაცობის, მთავარსარდლობის და ყველაფრის ანტიპოდია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ადამიანურად ნამდვილად თანავუგრძნობ, მაგრამ სააკაშვილი არის ანტიპოდი როგორც ხელისუფლის, პრეზიდენტობის, ოპოზიციონერობის, კაცობის, მთავარსარდლობის და ყველაფრის ანტიპოდია. როგორი არ უნდა იყოს მთავარსარდალი შეგიძლიათ შეხედოთ სააკაშვილს, როგორი არ უნდა იყოს პრეზიდენტი და მმართველი ქვეყნის, უნდა ნახოთ მისი მმართველობა; როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციონერი ლიდერი და მისი პარტია, შეხედეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს. აი, ესაა სააკაშვილი და როდემდე უნდა ვუყუროთ სააკაშვილს?!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები