მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: რა წამება, პირიქით, აქეთ აყენებს შეურაცხყოფას მედპერსონალს

ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებენ, რომ მას ვინმე უდიერად მოეპყრო. რა წამება, პირიქით აქეთ აყენებს შეურაცხყოფას მედპერსონალს და აქეთ გვდებენ ბრალს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ვერ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„ეს ღიმილისმომგვრელია. მე რომ მომეცეს საშუალება, საკმაოდ მკაცრად გავცემდი პასუხს. ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებენ, რომ მას ვინმე უდიერად მოეპყრო. რა წამება, პირიქით აქეთ აყენებს შეურაცხყოფას მედპერსონალს და აქეთ გვდებენ ბრალს. ამას ხომ ყველა ხედავს. ჩვენ ხომ რაღაც ფილმს არ ვუყურებთ, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ხომ გვინდა რომ სამართლიანი ქვეყანა გვქონდეს და კანონმა იკანონოს. ევროკავშირში იმიტომ გვინდა, რომ ეს კანონიერება არის განსაზღვრული, თანასწორობაც იმაში გამოიხატება რომ შენ, შენი სამართალი იპოვო. რა პასუხს ვცემთ თითოეულ მოქალაქეს, ნებისმიერ პატიმარს ან ყოფილ პატიმრებს – რის საფუძველზე ჩადიხართ ამ საქციელს? თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რას მიმართავენ პატიმრები, როცა მათ უნდათ, რომ მართლმსაჯულებას გაექცნენ. თვითდაზიანება, ისეთი დამოკიდებულება აქვთ საკუთარ თავთან ადამიანებს, მონაგონია სააკაშვილი. ვერც კი ასრულებს ამ როლს. სააკაშვილს ადამიანურად ნამდვილად თანავუგრძნობ, მაგრამ ის არის ანტიპოდი ხელისუფლის, პრეზიდენტობის, ოპოზიციონერობის, კაცობის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები