სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს.
“ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა”,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
