შალვა პაპუაშვილი – ანა წითლიძეზე: მოვუწოდებ მის პოლიტიკურ მეგობრებს, მიმართონ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

“თუკი ვინმეს ჯანმრთელობის მხრივ მდგომარეობა რთული აქვს, ეს გახლავთ ანა წითლიძე. მოვუწოდებ მის პოლიტიკურ მეგობრებს, მიმართონ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წითლიძე საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს.

“რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თუკი ვინმეს დღეს ამ მხრივ მდგომარეობა რთული აქვს, ეს გახლავთ ანა წითლიძე, რომელიც უკვე მერამდენე დღეა პარლამენტში შიმშილობს. ყველას მოვუწოდებ, მის პოლიტიკურ მეგობრებს, იქნებ ისინი ამ საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ და მიმართონ ქალბატონ ანას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე მე-11 დღეა შიმშილობს. მისი თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები