საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში”  4 ქალაქში მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში” გრძელდება.

25 დეკემბერს, დღის 2 საათიდან დუშეთის, ხარაგაულის, ყვარელისა და ახალციხის მაცხოვრებლებისთვის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.

ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

“ახალი წლის დღეები საქართველოში” 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დუშეთი

ახალციხე ყვარელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები