შალვა პაპუაშვილი – გახარიაზე: ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება – საზოგადოებამაც პასუხი გასცა

“თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს ის მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მისივე თქმით, გახარიას საზოგადოებამ პასუხი უკვე გასცა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები