შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან

“არაერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ციხის ადმინისტრაციასთან, ახლა ვხედავთ, რომ ის არ თანამშრომლობს საგამოძიებო სტრუქტურებთან, რომ მის მიერვე გაცხადებულ პრეტენზიებზე მოხდეს მოკვლევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის საქმის გარშემო ბევრი დეზინფორმაციაა, რომელსაც ობიექტური განსჯა სჭირდება.

„რამდენჯერმე იყო შეთავაზება ჩაებარებინა ანალიზები, რადგან განცხადებები იყო გაკეთებული, თითქოსდა მისი მოწამვლის შესახებ, რაც ხან დაადასტურა, ხან უარყო. ამ საქმეში ძალიან ბევრი ტყუილია. სიცრუე, სიყალბე, დეზინფორმაცია, ამას სჭირდება ობიექტური განსჯა და ობიექტური განსჯისთვის არის სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს. საჭიროა, ჩააბაროს ანალიზი, თუ უნდა, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, მისი ეს განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები