კახა კალაძე: მინდა ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული!

თბილისის მერი, კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„მინდა, ყველას, პირველ რიგში კი ჩემს მეგობრებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული!

მშვიდობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ!“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები