შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ შობას ყველას, ვინც მას დღეს ზეიმობთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
„გილოცავთ შობას ყველას, ვინც მას დღეს ზეიმობთ! შობის ჯადოსნურ დღესასწაულს მოეტანოს სიმშვიდე, სიყვარული, დღეგრძელობა და კეთილდღეობა თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს.